"წინასწარ გიხდი ბოდიშს" - ილიას მიმართვა მომავალ მეტოქეს
28 ივნისს MMA-ს სამყაროს ყურადღება ილია თოფურიასკენ იქნება მიმართული — UFC-ის ქართველი ვარსკვლავი მსუბუქ წონით კატეგორიაში...

დანა უაითის თქმით, ბრძოლა დროებითი ტიტულისთვის არ გაიმართება, რადგან მოქმედი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი უკვე აღარ დაიცავს ქამარს და გადაწყვიტა, კარიერა წონის ცვლილებით გააგრძელოს. შესაბამისად, მსუბუქი დივიზიონის ტიტული ამ ეტაპზე ვაკანტურია.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თოფურიამ სოციალურ ქსელში მოლოდინი და ემოციები გულშემატკივრებს თავად გაუზიარა:
„28 ივნისს კიდევ ერთ ოცნებას ავიხდენ – მსუბუქი წონის ჩემპიონი გავხდები. ჩარლზ, წინასწარ გიხდი ბოდიშს, მე მხოლოდ ჩემი მიზნისთვის ვიბრძვი. სამწუხაროა, რომ მახაჩევმა ბრძოლას თავი აარიდა,“ – დაწერა ქართველმა მებრძოლმა.
ილიასთვის ეს იქნება უდიდესი შანსი კარიერაში – მას უკვე აქვს შთამბეჭდავი დაუმარცხებელი სერია UFC-ში და ახლა შესაძლებლობა ეძლევა, დაეუფლოს ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ წონით კატეგორიას MMA-ს სამყაროში. ჩარლზ ოლივეირა კი გამოცდილი მებრძოლია, რომელიც მსუბუქ წონაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეტოქეა და ყოფილი ჩემპიონობის გამოცდილებაც აქვს.
What's Your Reaction?






