"ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ" - ქუთაისის "ტორპედოს" თავკაცი "ომონიამდე" იმედიანადაა

"ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ" - ტორპედოს თავკაცი ომონიამდე იმედიანადაა

ივლ. 31, 2025 - 03:57
 0
"ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ" - ქუთაისის "ტორპედოს" თავკაცი "ომონიამდე" იმედიანადაა
ქუთაისის "ტორპედოს" თავკაცმა, დირკ შუსტერმა, "რამაზ შენგელიაზე" გასამართ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრამდე "ომონიას" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:

"პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა და დავმარცხდით, თუმცა დაკარგული არაფერია. 1 კვირა გვქონდა დაშვებული შეცდომების ანალიზისთვის. ამაზე ვიმუშავეთ და ვფიქრობ, ხვალ სხვა თამაშს ვიხილავთ.

მჯერა გუნდის და დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება. გვაქვს სავსე ტრიბუნების და შესანიშნავი ატმოსფეროს იმედიც.
გიორგი კოხრეიძე? მართალია, ბოლო მატჩებში ის ძირითად შემადგენლობაში არ იყო, თუმცა მისი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, დღეს ფიზიკურად უკეთესად გამოიყურება და არ გამოვრიცხავ ხვალინდელი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს."


- თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow