"ხვიჩას წასვლაზე მე ეს უკვე ვთქვი, რაღაცებს ვერ ვცვლი" - რას ამბობს კონტე კვარაზე

ანტონიო კონტეს კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე

აპრ. 18, 2025 - 21:27
 0
"ხვიჩას წასვლაზე მე ეს უკვე ვთქვი, რაღაცებს ვერ ვცვლი" - რას ამბობს კონტე კვარაზე
ნაპოლის მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა თუ როგორი გუნდის ყოლა არ სურს და პარალელურად, კონტემ ხვიჩას გუნდიდან წასვლაც ახსენა.

აქამდეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ნაპოლი ტრანზიტული გუნდი არ უნდა იყოს, ფეხბურთელები არ უნდა მიდიოდნენ. ადრე ვთქვი, რომ რაღაცებს გავაკეთებდი, რაღაცებს კი ვერა, თუმცა ახლა ვიაზრებ, რომ ზოგიერთი საკითხისთვის თავის გართმევა შეუძლებელია. მაგალითად, ხვიჩაზე ჩემი აზრი უკვე იცით. სამწუხაროდ, ზოგიერთ თემაში უძლური ვარ.

- თქვა კონტემ.

კონტეს ნაპოლი სერია A-ში მეორე ადგილზეა და ინტერს 3 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს, საამისოდ გუნდში ნოა ოკაფორი მიიყვანეს, რომელმაც გაცემული ავანსები საერთოდ ვერ გაამართლა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow