როგორც იცით, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ლუჩანო სპალეტიმ სულ ცოტა ხნის წინ დატოვა, რომლის ადგილიც ჯენარო გატუზომ დაიკავა.
აი, რას ამბობს სამომავლო საქმიანობასა და გეგმებზე ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი:
ეს არის ოცნება, რომელიც რეალობად იქცა. და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გავამართლებ მოლოდინს. ვიცი, რომ ეს ურთულესი ამოცანაა, მაგრამ ცხოვრებაში იოლი არაფერია. მე და ჩემი თანაშემწეები ვაცნობიერებთ, რომ წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მართლაც დიდი საქმის გაკეთებას. საჭიროა მუშაობა, ბევრი მოგზაურობა, მოთამაშეებთან საუბარი, რათა მათ გონებაში შევაღწიო. უკვე მრავალი წელია მესმის, რომ ჩვენ არ გვყავს ტალანტი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მოთამაშეები არიან – საჭიროა მხოლოდ პირობების შექმნა, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება
ჩვენი მიზანია დავაბრუნოთ იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი ფეხბურთისთვის. უნდა დავაბრუნოთ ენთუზიაზმი და არ უნდა ვიფიქროთ ნეგატიურად. ის, ვინც ნაკრებში მოდის, მან ეს დიდ ენთუზიზმით უნდა გააკეთოს. ყველაზე მნიშვნელოვანია – შევქმნათ ერთიანი გუნდი, რაღაც ოჯახის მსგავსი. ტაქტიკისა და ტექნიკის გარდა, ჩვენ უნდა ვიპოვნოთ გუნდური ერთიანობა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოარჩევდა იტალიის ნაკრებს მთელს მსოფლიოში.
- ამბობს ჯენარო გატუზო.