1 500 ადგილი პირველკლასელების საყოველთაო რეგისტაციისთვის ბათუმში
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციისთვის ბათუმის საჯარო სკოლებში 1500-მდე ვაკანტური ადგილია. სკოლებმა უკვე მიიღეს დაახლოებით 1500 მოსწავლე. რეგისტრაციის პირველ და მეორე ეტაპზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და სკოლის მოსწავლეების დედმამიშვილები ჩაირიცხნენ. იქნება თუ არა ყველა სკოლაში თავისუფალი ადგილი - ეს სავარაუდოდ, ხვალ დღის ბოლოს გახდება ცნობილი, როცა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დასრულდება. ელექტრონული რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ გვერდზე 22 მაისს დილის 9 საათიდან registration.emis.ge-ზე იქნება შესაძლებელი. რეგისტრაციის მესამე ეტაპი 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციისთვის ბათუმის საჯარო სკოლებში 1500-მდე ვაკანტური ადგილია. სკოლებმა უკვე მიიღეს დაახლოებით 1500 მოსწავლე. რეგისტრაციის პირველ და მეორე ეტაპზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და სკოლის მოსწავლეების დედმამიშვილები ჩაირიცხნენ.
იქნება თუ არა ყველა სკოლაში თავისუფალი ადგილი - ეს სავარაუდოდ, ხვალ დღის ბოლოს გახდება ცნობილი, როცა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დასრულდება.
ელექტრონული რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ გვერდზე 22 მაისს დილის 9 საათიდან registration.emis.ge-ზე იქნება შესაძლებელი.
რეგისტრაციის მესამე ეტაპი 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
What's Your Reaction?






