16-წლამდე გოგონათა ნაკრები ალბანეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

16-წლამდე გოგონათა ნაკრები ალბანეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა

აპრ. 15, 2025 - 05:26
 0
16-წლამდე გოგონათა ნაკრები ალბანეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი გამართა.

ტირანაში, ტურნირის მასპინძელ ალბანეთის ნაკრებთან ჩატარებული შეხვდერის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძელთა პირველ ტაიმში გატანილ გოლს, ჩვენმა გუნდმა მეორე ნახევრის დასაწყისში გუტიკაშვილის ზუსტი პენალტით უპასუხა.

ტურნირის ფორმატიდან გამომდიანრე, ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, დაინიშნა 11-მეტრიანების სერია, სადაც ალბანეთის ნაკრებმა 5:4 იმარჯვა.

უეფას განვითარების თასის მეორე მატჩს სალომე ხუბულურის გუნდი 15 აპრილს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow