16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს

ჰოდა, გიორგი გოლიაძისა და მაია ჩარგეიშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა მთელი ჯავრი გიბრალტარზე ამოიყარა. გიბრალტარი საქართველოს მსგავსად მოუგებელი იყო, რომელმაც სომხეთთან და კვიპროსთან ჯამში 148 ქულით ქულით წააგო. საქართველომ მეტოქე არ დაინდო და 83-ქულიანი სხვაობით – 113:30 (სტატისტიკა) გაანადგურა.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგიანობა ეკატერინე ქართველიშვილმა გამოავლინა, რომელმაც 18 ქულა, 6 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა. ბომბარდირი ანა მესტუმრიშვილი გახდა 22 ქულით, 15 ქულა მარიამ ყაველაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
ჯგუფური ეტაპი ქართველებმა მე-3 ადგილზე დაასრულეს და ბრძოლას V-VIII ადგილებისთვის გააგრძელებენ. ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა და ის მოლდოვა, ან კოსოვო იქნება. ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან და რომელიც წააგებს, მეორე ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს და საქართველოს შეხვდება. ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში საქართველო ტურნირზე მე-5 ადგილის დასაკავებლად ითამაშებს.
GBF.GE
What's Your Reaction?






