შჩესნი ბარსელონაში რჩება - კონტრაქტი 2026 წლამდე გახანგრძლივდა

ესპანური გრანდი ბარსელონა კიდევ ერთი წლით გააგრძელებს თანამშრომლობას პოლონელ მეკარესთან, ვოიცეხ შესნისთან...

აპრ. 20, 2025 - 13:57
 0
შჩესნი ბარსელონაში რჩება - კონტრაქტი 2026 წლამდე გახანგრძლივდა
ესპანური გრანდი ბარსელონა კიდევ ერთი წლით გააგრძელებს თანამშრომლობას პოლონელ მეკარესთან, ვოიცეხ შესნისთან.

როგორც კლუბის სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ დაადასტურა, 34 წლის მეკარე გუნდის წევრი მომავალ სეზონშიც იქნება.

"ჩვენ სრულად ვენდობით შჩესნის და გვჯერა მისი შესაძლებლობების. ის მომავალ სეზონშიც ბარსელონას რიგებში იქნება", - განაცხადა დეკუმ ჟურნალისტებთან საუბარში.

შესნი ბარსელონაში გასულ სეზონში გადმოვიდა და მალევე შეძლო გულშემატკივრებისა და სამწვრთნელო შტაბის ნდობის მოპოვება. მისი სტაბილური თამაში და მნიშვნელოვანი სეივები მნიშვნელოვანი წვლილი აღმოჩნდა კლუბის დაცვით სტაბილურობაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow