2016 წლიდან გვესმის მუქარები, თუმცა სახელმწიფო არის ძლიერი და შეუძლიათ, ნებისმიერი მუქარა გააჟღერონ - პრემიერი
შეუძლიათ, ნებისმიერი მუქარა გააჟღერონ, თვითონ ადამიანებიც არასერიოზულები არიან და მათი მუქარებიც არის საკმაოდ არასერიოზული ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერს კითხვა დაუსვეს ლევან ხაბეიშვილისა და პაატა ბურჭულაძის განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა დაემხოს. ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი განცხადებები ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლებისგან 2016 წლიდან ისმის. „2016 წლიდან გვესმის მუქარები, თუმცა ხედავთ, რომ სახელმწიფო არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტუტუტები არის ძლიერი, მათ შორის ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები არიან ძლიერი. ახლა საერთოდ მუქარასაც აღარანაირი ძალა არ აქვს, არათუ მუქარების აღსრულების პოტენციალს არ აქვს არავითარი მონახაზი. შესაბამისად, შეუძლიათ, ნებისმიერი მუქარა გააჟღერონ, თვითონ ადამიანებიც არასერიოზულები არიან და მათი მუქარებიც არის საკმაოდ არასერიოზული ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხაზარაძის პირველი აღიარება მოისმინეს, თუმცა შესაძლოა, მისი მეორე აღიარება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს. „პირველი აღიარება უკვე მოვისმინეთ. რეალურად, აღიარებულია ის, რომ ხაზარაძე კონკრეტული გარიგების საფუძველზე გადასახადებს არ იხდიდა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, არსებობდა თუ არა რეალურად ასეთი გარიგება. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. რეალურად, მართლა გადასახადის არ გადახდას ჰქონდა ადგილი თუ სინამდვილეში არ იყო არავითარი ფინანსური გარიგება, რომელიც უკავშირდებოდა ამ კონკრეტული ქონების დაქირავებას. ეს არის მთავარი კითხვა ახლა. პირველი აღიარება მოვისმინეთ, თუმცა შეიძლება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს მეორე აღიარება, რომელიც მომავალში შეგვიძლია მოვისმინოთ“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურმა მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით 4 აგვისტოს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო. მოგვიანებით მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი“ და ამ დროისთვის თანხა სრულად გასტუმრებულია.

შეუძლიათ, ნებისმიერი მუქარა გააჟღერონ, თვითონ ადამიანებიც არასერიოზულები არიან და მათი მუქარებიც არის საკმაოდ არასერიოზული ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერს კითხვა დაუსვეს ლევან ხაბეიშვილისა და პაატა ბურჭულაძის განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა დაემხოს.
ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი განცხადებები ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლებისგან 2016 წლიდან ისმის.
„2016 წლიდან გვესმის მუქარები, თუმცა ხედავთ, რომ სახელმწიფო არის ძლიერი, სახელმწიფო ინსტუტუტები არის ძლიერი, მათ შორის ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები არიან ძლიერი. ახლა საერთოდ მუქარასაც აღარანაირი ძალა არ აქვს, არათუ მუქარების აღსრულების პოტენციალს არ აქვს არავითარი მონახაზი. შესაბამისად, შეუძლიათ, ნებისმიერი მუქარა გააჟღერონ, თვითონ ადამიანებიც არასერიოზულები არიან და მათი მუქარებიც არის საკმაოდ არასერიოზული ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხაზარაძის პირველი აღიარება მოისმინეს, თუმცა შესაძლოა, მისი მეორე აღიარება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს.
„პირველი აღიარება უკვე მოვისმინეთ. რეალურად, აღიარებულია ის, რომ ხაზარაძე კონკრეტული გარიგების საფუძველზე გადასახადებს არ იხდიდა, თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, არსებობდა თუ არა რეალურად ასეთი გარიგება. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. რეალურად, მართლა გადასახადის არ გადახდას ჰქონდა ადგილი თუ სინამდვილეში არ იყო არავითარი ფინანსური გარიგება, რომელიც უკავშირდებოდა ამ კონკრეტული ქონების დაქირავებას. ეს არის მთავარი კითხვა ახლა. პირველი აღიარება მოვისმინეთ, თუმცა შეიძლება უფრო საინტერესო აღმოჩნდეს მეორე აღიარება, რომელიც მომავალში შეგვიძლია მოვისმინოთ“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურმა მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის იჯარით გაცემის საკითხთან დაკავშირებით 4 აგვისტოს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო.
მოგვიანებით მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ „პიტერ ფიშერთან გაფორმებულ ქირავნობის ხელშეკრულებაზე აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი“ და ამ დროისთვის თანხა სრულად გასტუმრებულია.
What's Your Reaction?






