37 ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოს მიმართავს

37 ქვეყანა “ღრმა შეშფოთებით” მიმართავს ეუთოს “საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო”. 37 ქვეყნის ერთობლივი განცხადება ეუთოში გერმანიის ელჩმა, სუზენ შუტცმა გაავრცელა. “თებერვალში ჩვენი ბოლო დისკუსიის შემდეგ, დიდი მწუხარებით ვხედავდით, როგორ შორდება საქართველოს ხელისუფლება მათი დემოკრატიული და ადამიანის უფლებების ვალდებულებებს…ჩვენი ძირითადი წუხილები სამმაგია: სამოქალაქო სივრცის საკანონმდებლო შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიის სამიზნეში ამოღება, და პოლიციის მიერ […]

აპრ. 12, 2025 - 11:27
 0
37 ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოს მიმართავს

37 ქვეყანა “ღრმა შეშფოთებით” მიმართავს ეუთოს “საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო”. 37 ქვეყნის ერთობლივი განცხადება ეუთოში გერმანიის ელჩმა, სუზენ შუტცმა გაავრცელა.
“თებერვალში ჩვენი ბოლო დისკუსიის შემდეგ, დიდი მწუხარებით ვხედავდით, როგორ შორდება საქართველოს ხელისუფლება მათი დემოკრატიული და ადამიანის უფლებების ვალდებულებებს…ჩვენი ძირითადი წუხილები სამმაგია: სამოქალაქო სივრცის საკანონმდებლო შეზღუდვა, დამოუკიდებელი მედიის სამიზნეში ამოღება, და პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებისთვის, არაიდენტიფიცირებული ჯგუფების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განურჩეველი ძალადობის გამოყენებისთვის ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, ისევე როგორც წინასწარი პატიმრობის ზედმეტად ხანგრძლივი ვადები და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ არასათანადოდ მოპყრობა”, – განაცხადა შუტცმა.
37 ქვეყნის სახელით შუტცმა ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას “დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტები, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელსაც 7 წლით პატიმრობა ემუქრება”. მან ასევე აღნიშნა სხვა საკითხები, რომლებზეც 37 ქვეყანა შეშფოთებას გამოხატავენ, კერძოდ: “ე.წ. “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი”, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ბოლო ცვლილებები, ჟურნალისტების წინააღმდეგ მზარდი მუქარები და დაშინება, ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები და აღჭურვილობის კონფისკაცია, საპოლიციო ძალადობისთვის ანგარიშვალდებულების ნაკლებობა”.
“საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ იმოქმედონ მათი უფლებების დასაცავად, ვინც თავიანთი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობენ და დეტალურად გამოიძიონ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს საპოლიციო ძალის გამოყენება, რათა ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ. ამის არგაკეთება საქართველოს ინსტიტუტებისადმი საჯარო ნდობას კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს…საქართველოს განცხადებების მიუხედავად, რომლითაც ისინი დიალოგისადმი და ეუთოს პრინციპებსა და ვალდებულებებისადმი ერთგულებას აღნიშნავენ, ჩვენ ჯერ არ დაგვინახავს შინაარსიანი ჩართულობისკენ გადადგმული რაიმე კონკრეტული ან გულწრფელი ნაბიჯები. ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლების ბოლო ქმედებებმა კიდევ უფრო დააშორა საქართველო დემოკრატიას. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გახსნან ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რათა მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაჭრა იპოვონ”, – განაცხადა შუტცმა.
განცხადებას უერთდებიან შემდეგი ქვეყნები: გერმანია, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, , , ფინეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო და .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow