38 წლის ჟირუ საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს

ოლივიე ჟირუ შესაძლოა საფრანგეთში დაბრუნდეს - ფრანგული მედიის ცნობით, 38 წლის ვეტერანი თავდამსხმელი დიდი ალბათობით „ლილში“ გადავა...

ივნ. 27, 2025 - 20:27
 0
38 წლის ჟირუ საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს
ოლივიე ჟირუ შესაძლოა საფრანგეთში დაბრუნდეს - ფრანგული მედიის ცნობით, 38 წლის ვეტერანი თავდამსხმელი დიდი ალბათობით „ლილში“ გადავა და ლიგა 1-ში დაბრუნდება.

ჟურნალისტ სანტი აუნას ინფორმაციით, ჟირუ „ლოს ანჯელესიდან“ ფრანგულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. კონტრაქტის დეტალები ჯერ არ გაჟღერებულა, თუმცა მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

ჟირუმ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად არაერთი ტურნირი მოიგო, ხოლო ამერიკულ MLS-ში მან 10 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი გამოცდილება და სტაბილურობა შესაძლოა „ლილს“ შეტევაში სერიოზულად დაეხმაროს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow