“6 წლის წინ იმავე ადგილას მოხდა ავარია, სადაც ვატო გარდაიცვალა... დღეს გარდაცვლილი ბიჭი მისი მეგობარია" - რას წერენ ხობის ავარიაზე
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა დაშავდა.დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და მას ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება.გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი ჟორჟოლიანია. ის ქუთაისიდან იყო. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.მამაკაცი, რომელიც დღევანდელ ავარიას შეესწრო სოციალურ ქსელში წერს:"დღეს დილის საათებში გავხდი შემსწრე ჭალადიდში საშინელი ავარიის, რამდენიმე წუთის მომხდარი იყო რომ მივედი, სადაც დამხვდა მანქანაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი რა თქმა უნდა ძალიან განვიცადე და ვიკითხე რაგვარია იყო სადაური მითხრეს ჟორჟოლიანიო მერე ავარიდე თავი ამ საშინელ სიტუაციას და წამოვედი, ძალიან განვიცადე.რამდენიმე წუთში ვხედავ პოსტს სადაც ჩემი მეგობარი აზიარებს გარდაცვლილ ახალგაზრდა ბიჭზე და ვიდეოში ვიცანი, რომ ეგ ბიჭი იყო ის ვინც ამ დილით ჭალადიდის გზაზე დაიღუპა. დაახლოებით 6 წლის წინ იმავე ადგილას მოხდა ავარია სადაც ვატო ჟორჟოლიანი გარდაიცვალა და რამდენიმე თვეში მისმა საცოლემ ჩემმა მეგობრის დამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, თურმე ეს ბიჭი ვინც დღეს გარდაიცვალა ამათი უახლოესი მეგობარი იყო, ამათთან ერთად გაზრდილი.ვატოს მოგვარე აღმოჩნდა, რომ ახლა სამივე ვინც ამ ვიდეოში ერთად ცეკვავენ, არიან სასუფეველში. უფალმა გამძლეობა მისცეს მის მშობლებს და მის ოჯახს საშინელი ტრაგედია თვალებიდან არ ამომდის ეს საშინელი კადრი რაც დღეს ვნახე. სოფო გისამძიმრებ ჩემო კარგო გამძლეობას გისურვებ" - წერს დღევანდელი ავარიის შემსწრე ჯაბა თოლორდავა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა.შემთხვევის შედეგად, დისტრიბუციის მანქანის მძღოლი, 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი მისი 10 წლის ძმა დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება და მას ახლა შესაბამისი კვლევები უტარდება.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გიორგი ჟორჟოლიანია. ის ქუთაისიდან იყო. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მამაკაცი, რომელიც დღევანდელ ავარიას შეესწრო სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს დილის საათებში გავხდი შემსწრე ჭალადიდში საშინელი ავარიის, რამდენიმე წუთის მომხდარი იყო რომ მივედი, სადაც დამხვდა მანქანაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი რა თქმა უნდა ძალიან განვიცადე და ვიკითხე რაგვარია იყო სადაური მითხრეს ჟორჟოლიანიო მერე ავარიდე თავი ამ საშინელ სიტუაციას და წამოვედი, ძალიან განვიცადე.
რამდენიმე წუთში ვხედავ პოსტს სადაც ჩემი მეგობარი აზიარებს გარდაცვლილ ახალგაზრდა ბიჭზე და ვიდეოში ვიცანი, რომ ეგ ბიჭი იყო ის ვინც ამ დილით ჭალადიდის გზაზე დაიღუპა. დაახლოებით 6 წლის წინ იმავე ადგილას მოხდა ავარია სადაც ვატო ჟორჟოლიანი გარდაიცვალა და რამდენიმე თვეში მისმა საცოლემ ჩემმა მეგობრის დამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, თურმე ეს ბიჭი ვინც დღეს გარდაიცვალა ამათი უახლოესი მეგობარი იყო, ამათთან ერთად გაზრდილი.
ვატოს მოგვარე აღმოჩნდა, რომ ახლა სამივე ვინც ამ ვიდეოში ერთად ცეკვავენ, არიან სასუფეველში. უფალმა გამძლეობა მისცეს მის მშობლებს და მის ოჯახს საშინელი ტრაგედია თვალებიდან არ ამომდის ეს საშინელი კადრი რაც დღეს ვნახე. სოფო გისამძიმრებ ჩემო კარგო გამძლეობას გისურვებ" - წერს დღევანდელი ავარიის შემსწრე ჯაბა თოლორდავა.
What's Your Reaction?






