FDA-იმ აივ ინფექციის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ში, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ახალი ლენაკაპავირი დაამტკიცა – კაფსიდის ინჰიბიტორების სახელით ცნობილი პრეპარატების კლასი, თითქმის 100%-იან დაცვას უზრუნველჰყოფს აივ ინფექციისგან და Yeztugo ბრენდის სახელწოდებით იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა New Atlas-ი ავრცელებს. Gilead Sciences-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, დენიელ ო’დეიმ FDA-ს მიერ დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომ Yeztugo თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევაა და რეალურ […] The post FDA-იმ აივ ინფექციის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი დაამტკიცა appeared first on .

ივლ. 29, 2025 - 12:27
 0
FDA-იმ აივ ინფექციის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი დაამტკიცა

აშშ-ში, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ახალი ლენაკაპავირი დაამტკიცა – კაფსიდის ინჰიბიტორების სახელით ცნობილი პრეპარატების კლასი, თითქმის 100%-იან დაცვას უზრუნველჰყოფს აივ ინფექციისგან და Yeztugo ბრენდის სახელწოდებით იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა New Atlas-ი ავრცელებს.

Gilead Sciences-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, დენიელ ო’დეიმ FDA-ს მიერ დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომ Yeztugo თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევაა და რეალურ შესაძლებლობას იძლევა აივ ინფექციის დასასრულებლად.

“ეს ისტორიული დღეა აივ ინფექციის წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ბრძოლაში. Yeztugo ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევაა და გთავაზობთ ძალიან რეალურ შესაძლებლობას აივ ეპიდემიის დასასრულებლად.

ეს არის პრეპარატი, რომლის მიღებაც წელიწადში მხოლოდ ორჯერ არის საჭირო და კლინიკურ კვლევებში შესანიშნავი შედეგები აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია შეცვალოს აივ ინფექციის პრევენცია. Gilead-ის მეცნიერებმა აივ ინფექციის დასრულება თავიანთი ცხოვრების საქმედ აქციეს და ახლა, FDA-ს მიერ Yeztugo-ს დამტკიცებით და ჩვენს მრავალ პარტნიორთან თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ამ მიზნის რეალობად ქცევაში,” – განაცხადა მან. 

New Atlas-ის ცნობით, გლობალური ფონდი ამჟამად საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რათა სწრაფად შეიქმნას ინფრასტრუქტურა და რესურსები, რომლებიც ლენაკაპავირის ყველაზე მეტად საჭირო, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის მიწოდებისთვისაა აუცილებელი.

The post FDA-იმ აივ ინფექციის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატი დაამტკიცა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow