“მოტყუებით დაირეგისტრირეს 496 000 ლარის ღირებულების 8 041 მ2 ფართობის 3 მიწის ნაკვეთი” – 3 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 496 000 […] The post “მოტყუებით დაირეგისტრირეს 496 000 ლარის ღირებულების 8 041 მ2 ფართობის 3 მიწის ნაკვეთი” – 3 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო appeared first on .

ივლ. 29, 2025 - 12:27
 0
“მოტყუებით დაირეგისტრირეს 496 000 ლარის ღირებულების 8 041 მ2 ფართობის 3 მიწის ნაკვეთი” – 3 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 496 000 ლარის ღირებულების 8 041 მ2 ფართობის სამი მიწის ნაკვეთი.

გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული მიწის ნაკვეთები. მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მათი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით”, – წერია გავცრელებულ ინფორმაციაში. 

The post “მოტყუებით დაირეგისტრირეს 496 000 ლარის ღირებულების 8 041 მ2 ფართობის 3 მიწის ნაკვეთი” – 3 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow