ISFED – ეუთო/ოდირის აქტიური ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს – ეუთო/ოდირი 2006 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში 4-ჯერ დააკვირდა

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის ძირითადი ყურადღება საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებზე კონცენტრირდება, მათი აქტიური ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს. ასე ეხმაურებიან სამართლიან არჩევნებში პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა თბილისის თვითმმართველობის არჩევნებით“. მონიტორინგის მნიშვნელობაზე საუბრისას ISFED-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო სადამკვირვებლო […]

ივნ. 18, 2025 - 20:57
 0
ISFED – ეუთო/ოდირის აქტიური ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს – ეუთო/ოდირი 2006 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში 4-ჯერ დააკვირდა

„სამართლიანი ს“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის ძირითადი ყურადღება საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებზე კონცენტრირდება, მათი აქტიური ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს.
ასე ეხმაურებიან სამართლიან არჩევნებში პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ „ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა თბილისის თვითმმართველობის არჩევნებით“.
მონიტორინგის მნიშვნელობაზე საუბრისას ISFED-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩართვა ადგილობრივი არჩევნების დროსაც არის მნიშვნელოვნად საჭირო.
„დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველო მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიის მოწვევას არ აპირებს. აღნიშნულის მიზეზად ირაკლი მ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევის პრაქტიკის არარსებობა დაასახელა, ხოლო 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა გამონაკლისად წარმოაჩინა.
ცნობისათვის, ეუთო/ოდირი 2006 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებს საქართველოში 4-ჯერ დააკვირდა. საქართველოს გარდა, 1997 წლიდან 2024 წლის ჩათვლით ეუთო/ოდირმა სადამკვირვებლო მისია სხვა 13 ქვეყანაში გამართულ 34 ისეთ ადგილობრივ არჩევნებზეც მიავლინა, რომელიც არ ემთხვეოდა სხვა ტიპის კენჭისყრას. ამასთან, არაერთ ქვეყანაში ადგილობრივი არჩევნები მონიტორინგის საგანს წარმოადგენდა საერთო არჩევნების ფარგლებში ან სხვა ტიპის ეროვნულ კენჭისყრასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ყურადღება საპარლამენტო ან/და საპრეზიდენტო არჩევნებზე კონცენტრირდება, ევროპის იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც დემოკრატიის კონსოლიდაცია ჯერ არ მომხდარა, ეუთო/ოდირის აქტიური ინტერესის საგანს ადგილობრივი არჩევნებიც წარმოადგენს”,- ნათქვამია სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow