OPTA-ს განახლებული ვერსია | ვინ არის ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი

დასახელდა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი

აპრ. 10, 2025 - 17:26
 0
OPTA-ს განახლებული ვერსია | ვინ არის ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი
ჩემპიონთა ლიგაზე 1/4-ფინალების პირველი წრე ოფიციალურად დასრულდა და შეიძლება ითქვას, რომ რეალური ინტრიგა მხოლოდ ერთ წყვილშია დარჩენილი.

ბარსელონამ დორტმუნდს 4:0 მოუგო და თუ რამე სასწაული არ მოხდა, მაშინ ფლიკის გუნდი ნახევარფინალში გავა. პრაქტიკულად იგივე ითქმის არსენალისა და რეალის დაპირისპირებაზეც, სადაც მადრიდელებს 3-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევთ.

საქმის დიდი ნაწილი შესრულებული აქვს კვარას პარი სენ-ჟერმენსაც, რომელმაც ასტონ ვილას 3:1 აჯობა და ინგლისში თავდაჯერებული მიდის. აი, რაც შეეხება ინტერისა და ბაიერნის მეორე თამაშს, აქ გადაწყვეტილი არაფერია, რადგან ბაიერნს ხელს მინიმალური სხვაობით გამარჯვებაც აძლევს, რათა შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანოს.

პირველი წრის თამაშების შემდეგ, OPTA-მ ლიგის მთავარ ფავორიტად არსენალი დაასახელა, შემდეგ კი ბარსელონა და პსჟ მოდიან.

OPTA-ს განახლებული ვერსია | ვინ არის ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow