UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლმა კარიერა დაასრულა

UFC-ის ბაქოში გამართული ღონისძიების შემდეგ, ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ლეგენდარულმა მებრძოლმა...

ივნ. 22, 2025 - 13:27
 0
UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლმა კარიერა დაასრულა
UFC-ის ბაქოში გამართული ღონისძიების შემდეგ, ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ლეგენდარულმა მებრძოლმა ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა.

ჯონსი მძიმე წონის ჩემპიონი იყო და ბევრი ფიქრობდა, რომ მას ტომ ასპინალთან შეხვედრა ელოდა, თუმცა ამერიკელმა ბრძოლაზე უარი თქვა – მიუხედავად იმისა, რომ უაითი მზად იყო მისთვის რეკორდული, 30-მილიონიანი ჰონორარი გადაეხადა.

ჯონსს ხშირად ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად მოიხსენიებენ, თუმცა კრიტიკოსებიც არ აკლია. ზოგი მიიჩნევს, რომ ის ასპინალს მოერიდა – ბრიტანელი ახალგაზრდა, ძლიერია და ჯონსის იმიჯისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.

ლეგენდარულ მებრძოლს კარიერაში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს (დისკვალიფიკაციით) და წლების განმავლობაში ქვემძიმე წონის შეუდარებელი ჩემპიონი იყო. თუმცა მის კარიერას ჩრდილი სტეროიდების სკანდალმაც მიაყენა 2017 წელს.

ჯონ ჯონსის ბოლო ბრძოლა 42 წლის სტიპე მიოჩიჩის წინააღმდეგ შედგა — მიოჩიჩი 3 წელზე მეტი არ იყო გამოჩენილი ოქტაგონზე და ამ ხნის განმავლობაში პროფესიულად მეხანძრედ მუშაობდა.

UFC-ში ახალი ერა იწყება - ჯონსის წასვლის შემდეგ, დანა უაითმა ტომ ასპინალი მძიმე წონის ახალ ჩემპიონად დაასახელა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow