VIDEO: შერმადინის 14 ქულა და 9 მოხსნა ხუვენტუდთან | ტენერიფემ პლეი ოფის გამარჯვებით დაიწყო
ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფი წარმატებით დაიწყო გიორგი შერმადინმა და მისმა ლაგუნა ტენერიფემ. მეოთხედფინალში კანარის კუნძულების გუნდის...

პირველი მატჩი ტენერიფელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით – 96:81 დასრულდა. გამარჯვებულებს 2 ლიდერი ჰყავდათ – მარსელინიო ჰუერტასი, რომელმაც ისტორიული მატჩი ითამაშა და გიორგი შერმადინი. სარგებლიანობით პირველი ჰუერტასი იყო, რომელმაც 39 ქულა და 6 პასი მიითვალა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 41-ს უწია, რაც პლეი ოფისთვის გამორჩეული შედეგია.
მის შემდეგ ტენერიფელთაგან ყველაზე შედეგიანი შერმადინი გახლდათ, რომელმაც სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 23:14 წუთში 14 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 7 ორქულიანი ჩააგდო. მისმა სარგებლიანობამ 26 უწია.
მეოთხედფინალური სერიის მე-2 მატჩი ბადალონაში 4 ივნისს გაიმართება. თუ ტენერიფე იმარჯვებს, ნახევარფინალში გავა, არადა, გადამწყვეტი შეხვედრა ტენერიფეში, 7 ივნისს ჩატარდება.
GBF.GE
What's Your Reaction?






