კვარაცხელიას გარდა - წმ. გიორგის სახელობის ორდენზე 2 სპორტსმენი წარადგინეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა...

კობახიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან ერთობლივი კონსულტაციის შედეგად. პრემიერის შეფასებით, ჩემპიონთა ლიგის მოგება ისეთი მასშტაბური წარმატებაა, რომელიც იმსახურებს განსაკუთრებულ დაფასებას.
„ჩვენ გვაქვს ტრადიცია, რომ წარმატებული სპორტსმენები სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოვდებიან. ხვიჩა უკვე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების მიღწევებისთვის, ახლა კი მისი საკლუბო კარიერის უდიდესი გამარჯვება – ჩემპიონთა ლიგის მოგება – გვინდა, რომ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დავაფასოთ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა კვარაცხელიასი, კობახიძემ ორი გამორჩეული სპორტსმენის შესახებაც გააკეთა განმარტება – კახა კალაძისა და ზაზა ფაჩულიას, რომელთაც წარსულში მაღალი დონის საკლუბო ტურნირები აქვთ მოგებული, თუმცა შესაბამისი სახელმწიფო ჯილდოები ამ დრომდე არ მიუღიათ.
„კახა კალაძემ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ზაზა ფაჩულიამ კი NBA-ის ტიტული სამჯერ მოიპოვა – ორჯერ როგორც მოთამაშემ და ერთხელ როგორც მენეჯერმა. გადავწყვიტეთ, მათი წარმატებებიც დავაფასოთ და ორივე სპორტსმენი წარვადგინოთ წმინდა გიორგის ორდენზე,“ – აღნიშნა კობახიძემ.
What's Your Reaction?






