აზერბაიჯანი სირიაში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას აგვისტოდან დაიწყებს
1 აგვისტოდან აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის სირიას მიეწოდება. ტრანსპორტირება თურქეთის გავლით კილისის მილსადენით დაიწყება. ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით APA-Economics ავრცელებს. „ახალი ენერგეტიკული მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, რომელიც სირიის რეკონსტრუქციის მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება, 1 აგვისტოს იგეგმება. აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი სირიაში თურქეთის გავლით კილისის მილსადენის მეშვეობით მოხვდება. ამ პროექტის მიზანია სირიის დაზიანებული ელექტროინფრასტრუქტურის აღდგენაში წვლილის შეტანა და თურქეთის რეგიონულ […]


1 აგვისტოდან აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის სირიას მიეწოდება. ტრანსპორტირება თურქეთის გავლით კილისის მილსადენით დაიწყება. ინფორმაციას თურქულ მედიაზე დაყრდნობით APA-Economics ავრცელებს.
„ახალი ენერგეტიკული მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, რომელიც სირიის რეკონსტრუქციის მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება, 1 აგვისტოს იგეგმება. აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირი სირიაში თურქეთის გავლით კილისის მილსადენის მეშვეობით მოხვდება. ამ პროექტის მიზანია სირიის დაზიანებული ელექტროინფრასტრუქტურის აღდგენაში წვლილის შეტანა და თურქეთის რეგიონულ ენერგეტიკულ ცენტრად გადაქცევის მიზნის განმტკიცება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
SOCAR-სა და სირიას შორის ცოტა ხნის წინ მემორანდუმი გაფორმდა. პირველ ეტაპზე სირიაში ყოველწლიურად 1,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გაგზავნა იგეგმება. გაზი თურქეთის საზღვარზე მდებარე კილისის ქალაქს გაივლის და ალეპოსა და ჰომსის ელექტროსადგურებს მიაღწევს, საიდანაც ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იქნება გამოყენებული. შედეგად დაგეგმილია დაახლოებით 1200-1300 მეგავატის ელექტროენერგიის წარმოება.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) და სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 12 ივლისს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სირიის არაბთა რესპუბლიკის გარდამავალი პრეზიდენტის, აჰმად ალ-შარაას აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.
What's Your Reaction?






