მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” 9 მაისს თბილისში დაგეგმილ მარშს შეუერთდება

9 მაისს, მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში დაგეგმილ მარშებს შეუერთდება. როგორც მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კოტე ჭანტურიამ მაუწყებელთან განაცხადა, მარში საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან დაიძვრება და “ევროპის მოედანზე” სხვა მარშებს შეუერთდება. “9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ლოკაციებიდან მარშები გაიმართება, რომლებიც საბოლოოდ თავს მოიყრიან “ევროპის მოედანზე”. ჩვენც , როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტის […]

მაი. 6, 2025 - 21:57
 0
მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” 9 მაისს თბილისში დაგეგმილ მარშს შეუერთდება

9 მაისს, მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს” დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში დაგეგმილ მარშებს შეუერთდება.
როგორც მარშის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კოტე ჭანტურიამ მაუწყებელთან განაცხადა, მარში საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან დაიძვრება და “ევროპის მოედანზე” სხვა მარშებს შეუერთდება.
“9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ლოკაციებიდან მარშები გაიმართება, რომლებიც საბოლოოდ თავს მოიყრიან “ევროპის მოედანზე”. ჩვენც , როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტის წარმომადგენლებმა, გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ამ აქციას და აქედან ჩვენი მარში შეუერთდება დიდ მარშს.
საზოგადოების ყველაზე დიდი პროტესტი გამოიწვია ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებამ. აქედან გადმომდინარე, ეს დღე ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ამიტომ გვინდა, ეს დღე იყოს ხალხმრავალი და საკადრისი შედგეს”, – განაცხადა ჭანტურიამ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow