"ამ ყველაფერმა დამღალა, ენერგია არ მაქვს, რამე შევცვალო" - მოურინიო მსაჯებზე

4 მაისს გამართული სტამბოლური დერბი მოურინიოს გუნდის მარცხით დასრულდა — „ფენერბაჰჩე“ შინ „ბეშიქთაშთან“ მინიმალური ანგარიშით...

მაი. 5, 2025 - 19:57
 0
"ამ ყველაფერმა დამღალა, ენერგია არ მაქვს, რამე შევცვალო" - მოურინიო მსაჯებზე
4 მაისს გამართული სტამბოლური დერბი მოურინიოს გუნდის მარცხით დასრულდა — „ფენერბაჰჩე“ შინ „ბეშიქთაშთან“ მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ თურქული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ უკმაყოფილება ვერ დამალა და მსაჯების გადაწყვეტილებები ღიად გააკრიტიკა.

აღარ მსურს ერთსა და იმავეზე საუბარი – VAR-ის ჩარევები, არბიტრების გადაწყვეტილებები, არ დანიშნული პენალტი ენ-ნესირზე... ამ ყველაფერმა უკვე დამღალა. უბრალოდ არ მაქვს ენერგია, რომ რაიმე შევცვალო, ეს ვითარება ასეთია,“ – აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის, „ფენერბაჰჩეს“ ანგარიშზე 75 ქულაა და ის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება. გუნდი ლიდერ „გალათასარაის“ 8 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობის შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow