ოთარ კიტეიშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

გრაცის „შტურმის“ შუახაზელი, ოთარ კიტეიშვილი, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ავსტრიული მედიის ყურადღების ცენტრში...

მაი. 5, 2025 - 19:57
 0
ოთარ კიტეიშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
გრაცის „შტურმის“ შუახაზელი, ოთარ კიტეიშვილი, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ავსტრიული მედიის ყურადღების ცენტრში. გამოცემა Kicker-მა ის 29-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დაასახელა და სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში შეიყვანა.

ქართველი ნახევარმცველი ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრაში ბრწყინვალე იყო — „ლინცთან“ მატჩში მისმა თამაშმა გადამწყვეტი როლი ითამაშა გრაცელთა გამარჯვებაში. კიტეიშვილის ეფექტური მოქმედებები მინდორზე არ გამორჩენიათ სპეციალისტებს, რაც სიმბოლურში მოხვედრით დასტურდება.

კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა — 29 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე პასი გააკეთა ავსტრიის ჩემპიონატში, ხოლო ერთი გოლი ჩემპიონთა ლიგაზეც გაიტანა.

ამ დროისთვის „შტურმი“ 36 ქულით ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერია და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ყველაზე რეალური კანდიდატია. გუნდი 9 მაისს უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს „ზალცბურგის“ წინააღმდეგ, სადაც კიდევ ერთი გამარჯვება საჩემპიონო გზაზე გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow