ანჩელოტი რეალს ემშვიდობება - ემოციური განცხადება ბოლო ტურის წინ
25 მაისს ლა ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში მადრიდის „რეალი“ გასვლით შეხვედრაში „სოსიედადს“ დაუპირისპირდება....

მატჩამდე, ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ემოციური კომენტარიც გააკეთა.
„ყოველ ჯერზე, როცა ‘სანტიაგო ბერნაბეუზე’ სათადარიგოთა სკამზე ვჯდები, რაღაც განსაკუთრებულს განვიცდი – ეს არასდროს იცვლება. მადრიდს მშვიდად და თავაწეულად ვტოვებ, რადგან ვიცი, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო.
აქ საოცარი წლები გავატარე და მჯერა, რომ ჩემი გუნდი გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს,“ – აღნიშნა ანჩელოტიმ გამოცემა Marca-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის თავკაცობის პერიოდში „რეალმა“ არაერთი ტიტული მოიპოვა. მისი წასვლის შემდეგ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაბი ალონსოს გადაეცემა. ახალგაზრდა ესპანელმა სპეციალისტმა „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
What's Your Reaction?






