კიტეიშვილი ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დასახელდა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და „გრაცის შტურმის“ შემტევმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა, 2024/25 წლების სეზონშიც...

კიტეიშვილი მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ფორმაშია. მან ავსტრიის ჩემპიონატში 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 4 საგოლე გადაცემა, რითაც უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში.
„შტურმი“ ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიდერის პოზიციას იკავებს და ისტორიული შანსი აქვს, ზედიზედ მეორედ დაეუფლოს ავსტრიის ჩემპიონის ტიტულს.
What's Your Reaction?






