“აჭარაში ორი ბავშვი ტუალეტში რომ ჩაახრჩვეთ და ფულის კეთების მეტს არაფერს აკეთებთ, ერთი კომისია ამ თემაზეც შექმენით!” – ირაკლი წულაია

სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი წულაია: წულუკიანი თეა, მე და მამაჩემი ვართ ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებულები, აქვე გიცხადებთ ნებისმიერ დროს შემიძლია მოვიდე და დეტალურად მოვყვე ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ განხორციელებული ქმედებები და დამატებით მოგიყვეთ იმ ხლახის გაუგონარი საქმეები, რომელზეც ციხეებში პირადად მსხვერპლებისგან მოვისმინე! უბრალოდ ერთი პირობა მაქვს ბოლოს 5 წუთი უნდა დამითმოთ, რომ […]

აპრ. 11, 2025 - 15:27
 0
“აჭარაში ორი ბავშვი ტუალეტში რომ ჩაახრჩვეთ და ფულის კეთების მეტს არაფერს აკეთებთ, ერთი კომისია ამ თემაზეც შექმენით!” – ირაკლი წულაია

სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი წულაია:
წულუკიანი თეა, მე და მამაჩემი ვართ ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებულები, აქვე გიცხადებთ ნებისმიერ დროს შემიძლია მოვიდე და დეტალურად მოვყვე ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ განხორციელებული ქმედებები და დამატებით მოგიყვეთ იმ ხლახის გაუგონარი საქმეები, რომელზეც ციხეებში პირადად მსხვერპლებისგან მოვისმინე! უბრალოდ ერთი პირობა მაქვს ბოლოს 5 წუთი უნდა დამითმოთ, რომ მოგიყვეთ რა გამომატარა თქვენმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ბოლო ოთხ წელში! თქვენ ისეთი სამართლიანი გახდით ამ ბოლო დროს, ეჭვი მაქვს გეყოფათ გამბედაობა და შექმნით კომისიას დღევანდელობაზე ! შოვში რომ ბავშვები დაახრჩვეთ და მთელი სახელმწიფო მანქანა ჩამოგეშალათ, ერთი კომისია ამ თემაზეც შექმენით! ქვეყნის კონსტიტუცია მთელ ერს რომ თავზე გადაგვახიეთ და ქვეყანას ევროპული მომავალი გამოგლიჯეთ, ერთი კომისია ამ თემაზეც აუცილებლად შექმენით! აჭარაში ორი ბავშვი ტუალეტში რომ ჩაახრჩვეთ და ფულის კეთების მეტს არაფერს აკეთებთ, ერთი კომისია ამ თემაზეც შექმენით! 500 ადამიანი სასტიკად რომ არის ნაცემი დაუნომრავი სპეცნაზელების მიერ და მაგნიცკის სიაში მოხვდა ამ საგმირო საქმეებისთვის თქვენი ორდენოსანი ვიცეპრემიერი, ერთი კომისია ამ თემაზეც შექმენით! 15 წლის წინ ვინ რა აკეთა ყველამ
კარგად ვიცით და უმეტესობა მათგანი დასჯილია, თუ ვინმე დარჩა დაუსჯელი ისიც იმიტომ რომ გაურიგდით, შეიერთეთ და თქვენ ბოსებთან ერთად ახლა ქვეყანას ძარცვავენ და უკლავენ მომავალს! ვიცი ვერ გაბედავთ, მაგრამ იცოდეთ დღეს თუ არა ხვალ ეს კომისიები აუცილებლად შეიქმნება და ყველა დამნაშავე ბოლომდე ლუკმა-ლუკმა აგებს პასუხს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow