პეჩ ადამსის ღია წერილი ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად

“პეჩ ადამსის ღია წერილი Andro Chichinadze -ს მხარდასაჭერად ჩემთვის და Natela Potskhveriya -სთვის, როგორც ანდროს მეგობრებისთვის და პარტნიორებისთვის ძალიან საამაყოა თავად პეჩ ადამსის მხარდაჭერა ანდრო ჭიჭინაძისთვის. იგი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და თხოვს ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას, აღწერს ანდროს როგორც სამართლიან, კეთილშობილ და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად, თავისი ხალხისთვის თავდადებულ და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ […]

აპრ. 11, 2025 - 15:27
 0
პეჩ ადამსის ღია წერილი ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად
“პეჩ ადამსის ღია წერილი Andro Chichinadze -ს მხარდასაჭერად ❤️ ჩემთვის და Natela Potskhveriya -სთვის, როგორც ანდროს მეგობრებისთვის და პარტნიორებისთვის ძალიან საამაყოა თავად პეჩ ადამსის მხარდაჭერა ანდრო ჭიჭინაძისთვის. იგი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და თხოვს ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას, აღწერს ანდროს როგორც სამართლიან, კეთილშობილ და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად, თავისი ხალხისთვის თავდადებულ და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ პიროვნებად და ამახვილებს ყურადღებას მძიმე ონკოლოგიური და პალიატიური ბავშვების დახმარების მნიშვნელობაზე რომელსაც ჩემთან და ნათელა ფოცხვერიასთან ერთად უძღვება ✊????
ცნობისთვის, ვინც არ იცით, პეჩ ადამსი არის ღვაწლმოსილი ამერიკელი ექიმი, რომელმაც შექმნა არტ თერაპიის ახალი ფორმა ე.წ. ექიმი ჯამბაზის პროფესია მეოცე საუკუნის 60-იან წლებში. იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე და მასზე ჰოლივუდში ძალიან ცნობილი ფილმი გადაიღეს სახელწოდებით “Patch Adams”, სადაც მისი როლი ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა რობინ უილიამსმა შეასრულა. https://youtu.be/lZqGA1ldvYE?si=LmEHNgMrQZT-d-Qf შარშან, Ria Keburia და მისი ფონდის დახმარებით პეჩ ადამსი თავად ეწვია საქართველოს და ერთი კვირის განმავლობაში პირადად, ინტენსიურად იმუშავა ანდროსთან, ჩვენთან და ჩვენი ფონდის არტ თერაპევტებთან ერთად თბილისის კლინიკებში ონკოლოგიურ და პალიატიურ პაციენტ ბავშვებთან. ❤️გვიხარია და გვეამაყება პეჩ ადამსის მხარდაჭერა ანდროსთვის ❤️
თავისუფლება ანდროს! ❤️✊????” – წერს სოციალურ ქსელში იურისტი ნინო ბოლქვაძე. 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow