აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ სულხან თამაზაშვილი აირჩიეს
აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს, ერთიანად უყარეს კენჭი. სულხან თამაზაშვილსა და წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა. აჭარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დარჩა. სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს სამომავლო გეგმა და ხედვები გააცნო. სხდომაზე, ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილის კანდიდატურასა და მის მიერ დასახელებულ მინისტრობის კანდიდატებს, ერთიანად უყარეს კენჭი.
სულხან თამაზაშვილსა და წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა. აჭარის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დარჩა.
სულხან თამაზაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს სამომავლო გეგმა და ხედვები გააცნო. სხდომაზე, ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
What's Your Reaction?






