ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის გათამაშება დასრულდა
ბათუმში ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგის A დივიზიონის გათამაშების დასკვნით დღეს..

სათამაშო დღის ბოლოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი თოთლაძემ, ქვიშის ფეხბურთის მსოფლიო ასოციაციის ტურნირების დირექტორმა ხოსეპ პონსეტმა და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძემ დააჯილდოვეს.
ტურნირის გამარჯვებული ბელარუსის ნაკრები გახდა, მეორე ადგილზე პორტუგალია გავიდა, ხოლო მესამეზე - შვეიცარიის ნაკრები. 8 გოლით, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი, ფილიპ ბორერი გახდა, საუკეთესო მეკარე პორტუგალიელი პედრო მანო, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი ბელარუსის ნაკრების წევრს, ანატოლი რიაბკოს გადაეცა.
მესამე სათამაშო დღის შედეგები
შვეიცარია 3:0 ესტონეთი
ბელარუსი 9:2 ჩეხეთი
გერმანია 5:4 თურქეთი
საქართველო 2:12 პორტუგალია
gff.ge
What's Your Reaction?






