"მან მადლობაც კი არ გადამიხადა" - ოსიმენი ძველ ამბავზე განაწყენებული დარჩა

"მან მადლობაც კი არ გადამიხადა" - ოსიმენი ძველ ამბავზე განაწყენებული დარჩა

ივლ. 22, 2025 - 02:27
 0
"მან მადლობაც კი არ გადამიხადა" - ოსიმენი ძველ ამბავზე განაწყენებული დარჩა
ნიგერიელმა ვარსკვლავმა და ხვიჩა კვარაცხელიას ახლო მეგობარმა, ვიქტორ ოსიმენმა, მედიასთან ინტერვიუში გულწრფელი და მტკივნეული ისტორია გააზიარა იმაზე, თუ როგორ უმადურად მოიქცა მის მიმართ ბავშვობის მეგობარი:

"ადრე ჩემი ბავშვობის მეგობარს ხშირად ვუგზავნიდი ფულს. ერთ დღეს მითხრა, რომ ბიზნესს იწყებდა და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა. 5 000 ევრო გავუგზავნე, თუმცა მადლობაც კი არ გადამიხადა. პირიქით – მითხრა, შენ ყოველ კვირას მილიონს იღებ და მეგონა, 50 000 ევროს მაინც გამომიგზავნიდიო. ისე გავბრაზდი, რომ იმ ფულის დაბრუნებაც კი მომინდა."

ოსიმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატება იოლი გზით არ მოუპოვებია:

"დღე და ღამე ვშრომობდი, სანამ აქამდე მოვიდოდი. ბავშვობაში ქუჩაში წყლის ბოთლებსაც კი ვყიდდი, რომ თავი გამეტანა. ადამიანებმა მადლიერების გრძნობა უნდა ისწავლონ. ვერაფერს ვიტან უმადურობაზე.“

ოსიმენის სიტყვებმა სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და კიდევ ერთხელ გამოავლინა ის სიღრმე და ემოცია, რაც ხშირად იმალება ცნობილი სპორტსმენების საჯარო იმიჯის მიღმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow