გიორგი ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილია
გიორგი ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილია

ჩაკვეტაძემ ფეხის თითის ტრავმა გასული სეზონის ბოლოს მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობდა, დაზიანება საბოლოოდ გართულდა და მის თამაშში ჩართვა დროებით შეუძლებელი გახდა.
ტრავმის გამო, ჩაკვეტაძე ვერ შეძლებს მონაწილეობას სექტემბერში საქართველოს ეროვნული ნაკრების შეხვედრებში, სადაც გუნდი თურქეთსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება. ასევე, ამ დაზიანების ფონზე, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი აღარ განიხილება.
What's Your Reaction?






