"დარწმუნებული ვარ, ახალწვეულები ნაკრებს დიდ დახმარებას გაუწევენ" - გიორგი გველესიანი

რა თქვა ნაკრების ახალ ფორმაციაზე გიორგი გველესიანმა

ივნ. 3, 2025 - 22:27
 0
"დარწმუნებული ვარ, ახალწვეულები ნაკრებს დიდ დახმარებას გაუწევენ" - გიორგი გველესიანი
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა, გიორგი გველესიანმა დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებზე და ეროვნული გუნდის ახალწვეულებზე ისაუბრა.

ნაკრებში გამოძახება ყოველთვის სასიამოვნო და საამაყოა. ნებისმიერ მეტოქეს მაღალი პროფესიონალიზმით ვუდგებით. ისეთი პერიოდია, რომ ზოგ ფეხბურთელს შედარებით ადრე დაუსრულდა სეზონი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ფორმა და მზადყოფნაში შევხვედროდით ამ თამაშებს. შევისწავლით მეტოქეებს და ველოდებით ძალიან კარგ სპარინგებს.

მისასალმებელია, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს, რომელიც მზადყოფნაშია, ეძლევა ეროვნულ ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული და დარწმუნებული ვარ, მომავალში ისინი აუცილებლად გამოადგებიან ნაკრებს.

- თქვა გველესიანმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow