შენგელიას ვირტუსი უშანსოდ დამარცდა | მილანომ ნახევარფინალური სერია გაათანაბრა
იტალიის სერია A-ს ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას ვირტუსმა ოლიმპია მილანოსთან უშანსოდ წააგო

ქართველი ფორვარდი არ იყო სასტარტო ხუთეულში, მან მოედანზე ჯამში მხოლოდ 20 წუთი გაატარა. შენგელიას ანგარიშზე 7 ქულა და 1 მოხსნაა. მილანომ ბრუკსის (20 ქულა), მიროტიჩისა (14) და შილდსის (14) კარგი თამაშით 19-ქულიანი სხვაობით იოლად მოიგო.
5 ივნისს სერიის მესამე მატჩი უკვე მილანში გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ბრეშა ტრაპანის 2:0-ს უგებს.
What's Your Reaction?






