დინამო თბილისმა თურქული შეკრება ტრაბზონსპორთან ნათამაშები 1:1-ით დაასრულა, რის შემდეგაც მედიასთან კომენტარი გუნდის ფორვარდმა, თორნიკე მორჩილაძემ გააკეთა:
საკმაოდ მაღალი დონის გუნდს ვეთამაშეთ. ვფიქრობ, რომ თურქეთში მოსამზადებელი ეტაპი საკმაოდ ნაყიფიერად გავიარეთ. ტრაბზონსპორთან თამაშში საკამოდ მაღალი ტემპი იყო და ვფიქრობ, ძალიან კარგად ვითამაშეთ, ისევე როგორც წინა შეხვედრა რიზესპორთან.
ვემზადებით შემდეგი შეხვედრისთვის, რომელსაც საქართველოს თასზე სამტრედიასთან 19 ივლისს გავმართავთ. კარგი შეკრება დაგვეხმარება, რომ საქართველოს თასს და ეროვნული ლიგის განახლებას კარგად მომზადებულები შევხვდეთ. ამ სეზონში დინამოს მიზანი საქართველოს თასის მოგება და ეროვნულ ლიგაში უმაღლესი ადგილის დაკავება იქნება.
- ამბობს ფეხბურთელი.
ცნობისთვის, ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ნახევარი უკვე გავიდა, დინამო თბილისი კი მე-4 ადგილს იკავებს.