დონალდ ტრამპი – სამედიცინო შემოწმებამ კარგად ჩაიარა: კარგი გული, კარგი სული – მინდოდა ბაიდენისგან ცოტათი განსხვავებული ვყოფილიყავი და კოგნიტური ტესტი გავიარე, ყველა კითხვას სწორად ვუპასუხე

სამედიცინო შემოწმებამ კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ვფიქრობ, კარგად ჩაიარა. ყველა ტესტი იყო, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ. ყოველწლიურ სამედიცინო შემოწმებაზე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ჩატარებული შემოწმების ანგარიში კვირას გამოქვეყნდება. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კოგნიტური ტესტიც ჩააბარა და ყველა შეკითხვას სწორად […]

აპრ. 12, 2025 - 15:27
 0
დონალდ ტრამპი – სამედიცინო შემოწმებამ კარგად ჩაიარა: კარგი გული, კარგი სული – მინდოდა ბაიდენისგან ცოტათი განსხვავებული ვყოფილიყავი და კოგნიტური ტესტი გავიარე, ყველა კითხვას სწორად ვუპასუხე

სამედიცინო შემოწმებამ კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვფიქრობ, კარგად ჩაიარა. ყველა ტესტი იყო, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ. ყოველწლიურ სამედიცინო შემოწმებაზე დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ჩატარებული შემოწმების ანგარიში კვირას გამოქვეყნდება.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ კოგნიტური ტესტიც ჩააბარა და ყველა შეკითხვას სწორად უპასუხა.
„ვგრძნობ, რომ ძალიან კარგ ფორმაში ვარ. კარგი გული, კარგი სული და მინდოდა ბაიდენისგან ცოტათი განსხვავებული ვყოფილიყავი და კოგნიტური ტესტი გავიარე. ყველა კითხვას სწორად ვუპასუხე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow