დონარუმას გადაბირებას ორი მსოფლიო გრანდი ცდილობს
ფრანგულ გრანდ „პარი სენ-ჟერმენში“ მეკარის პოზიციაზე სიტუაცია არასტაბილური ხდება – ჯანლუიჯი დონარუმას მომავალი კლუბში კითხვის...

დონარუმას მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში, თუმცა იტალიელი გოლკიპერი ხელფასის გაზრდას ითხოვს, რაც პარიზული კლუბისთვის დამატებითი გამოწვევაა. ამ ფონზე, მისი სიტუაციით დაინტერესდნენ რამდენიმე ტოპ-კლუბი. „ბაიერნი“ დონარუმას მიუნხენში მანუელ ნოიერის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს, ხოლო მადრიდის „რეალი“ მას ტიბო კურტუას ალტერნატივად აკვირდება. ინტერესს იჩენენ პრემიერლიგის კლუბებიც.
გასულ სეზონში დონარუმამ ყველა ტურნირზე „პსჟ“-ს შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა და 12-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა. Transfermarkt-ის მიხედვით, მისი საბაზრო ღირებულება ამჟამად 40 მილიონ ევროს შეადგენს.
What's Your Reaction?






