მსოფლიო საკლუბი ჩემპიონატის წინ - პსჟს გუნდის ლიდერი გამოაკლდა
ფრანგული გრანდის, „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი ლიდერი, უსმან დემბელე, ტრავმის გამო გუნდს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ...

დემბელე ვერ ითამაშებს 15 ივნისს, როცა პარიზული კლუბი B ჯგუფის პირველი მატჩისთვის მადრიდის „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება. სპეციალისტების პროგნოზით, მისი დაბრუნება ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ნაკლებად სავარაუდოა.
2024/2025 წლების სეზონი დემბელესთვის შედეგიანად წარიმართა — მან ყველა ტურნირში 49 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 33 გოლი და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. სწორედ მისი ფორმა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც „პსჟ“-ს B ჯგუფში ფავორიტად მიიჩნევდნენ.
What's Your Reaction?






