დღე არ გავა, რამდენიმე მსურველი არ გამოჩნდეს, ვინც სამსახური დაკარგა და ახალს ეძებს – რესტორატორი
ბიზნესსექტორის ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში შექმნილი არასტაბილურობა დასაქმების ბაზარზე ნეგატიურად უკვე აისახა. როგორც რესტორატორთა ასოციაციაში ამბობენ, პოლიტიკური არასტაბილურობის და შემცირებული მოთხოვნის ფონზე, არაერთი ტურისტული ობიექტი დაიხურა, შესაბამისად, სტუმართმასპინძლობის სექტორში დასაქმებულების ნაწილმა სამსახური დაკარგა. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ BMG-ის განუცხადა, თუკი აქამდე ტურიზმის დარგში კადრების მწვავე დეფიციტი იყო, ახლა სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა […]


ბიზნესსექტორის ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში შექმნილი არასტაბილურობა დასაქმების ბაზარზე ნეგატიურად უკვე აისახა.
როგორც რესტორატორთა ასოციაციაში ამბობენ, პოლიტიკური არასტაბილურობის და შემცირებული მოთხოვნის ფონზე, არაერთი ტურისტული ობიექტი დაიხურა, შესაბამისად, სტუმართმასპინძლობის სექტორში დასაქმებულების ნაწილმა სამსახური დაკარგა.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ BMG-ის განუცხადა, თუკი აქამდე ტურიზმის დარგში კადრების მწვავე დეფიციტი იყო, ახლა სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა მზარდია.
„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ობიექტი იკეტება და შესაბამისად, როდესაც ობიექტი იხურება, ადამიანები სამსახურს კარგავენ. ჩვენს სექტორში ყოველთვის იყო კადრების სიმცირე. ახლა კი დღე არ გავა, რომ რამდენიმე მსურველი არ გამოჩნდეს, ვისაც სამსახური დაკარგული აქვს და სამუშაოს ეძებს. რაც შეეხება ანაზღაურების ნაწილს, აქაც ვერ იქნება კარგი მოლოდინი. მოცემულ სიტუაციაში შეიძლება საუბარი გვქონდეს არა ხელფასების ზრდაზე, არამედ, სამწუხაროდ, თანამშრომლების გათავისუფლებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ჩვენს ბიზნესში მომხმარებელი და შემოსავალი მცირდება, გასავალი ვერანაირად ვერ გაიზრდება.
ტურისტული ობიექტები ქვეყანაში მოთხოვნიდან გამომდინარე იქმნება. მოცემულ სიტუაციაში ადგილობრივი მოთხოვნა მცირდება და მომხმარებელი რესტორანში შესვლისგან თავს იკავებს, ასევე არაა ტურისტული ჯავშნების ზრდა, ბუნებრივია, ობიექტების რაოდენობაც მცირდება“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
What's Your Reaction?






