ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევია ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოებას, ზრუნვას და განვითარების შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი. „ბავშვთა დაცვის დღეს, გვინდა აღვნიშნოთ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში. ევროკავშირი მხარს უჭერს: ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას; ხარისხიან განათლებასთან და ჯანდაცვასთან ხელმისაწვდომობას; სოციალური მუშაკებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას; ყველაზე მოწყვლადი ბავშვების, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულების, დახმარებას; ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას - ისეთ მომავალში, რომელიც უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური და ყველასთვის შესაძლებლობებით სავსე იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხოებას, ზრუნვას და განვითარების შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.
„ბავშვთა დაცვის დღეს, გვინდა აღვნიშნოთ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს თითოეულ რეგიონსა და თემში.
ევროკავშირი მხარს უჭერს:
ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას;
ხარისხიან განათლებასთან და ჯანდაცვასთან ხელმისაწვდომობას;
სოციალური მუშაკებისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალების გადამზადებას;
ყველაზე მოწყვლადი ბავშვების, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულების, დახმარებას;
ბავშვებში ინვესტირება ნიშნავს საქართველოს მომავალში ინვესტირებას - ისეთ მომავალში, რომელიც უფრო უსაფრთხო, უფრო ინკლუზიური და ყველასთვის შესაძლებლობებით სავსე იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
What's Your Reaction?






