ელექტრომობილების იმპორტი 88%-ით გაიზარდა – საქსტატის მონაცემები

საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში საქართველოში 3 616 ერთეული ელექტროძრავიანი მანქანა შემოვიდა. ავტომობილების ღირებულებამ 61.346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის იგივე პერიოდში კი 1 922 ერთეული, ჯამში 38.286 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ელექტროძრავიანი მანქანა შემოვიდა. იმპორტი 88%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წელს იმპორტის მაქსიმუმ დაფიქსირდა. გასულ წლების მონაცემები ასე გამოიყურება: · 2023 წელი – 877 ერთეული […]

ივლ. 25, 2025 - 13:27
 0
ელექტრომობილების იმპორტი 88%-ით გაიზარდა – საქსტატის მონაცემები

საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში საქართველოში 3 616 ერთეული ელექტროძრავიანი მანქანა შემოვიდა. ავტომობილების ღირებულებამ 61.346 მლნ დოლარი შეადგინა. წინა წლის იგივე პერიოდში კი 1 922 ერთეული, ჯამში 38.286 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ელექტროძრავიანი მანქანა შემოვიდა. იმპორტი 88%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წელს იმპორტის მაქსიმუმ დაფიქსირდა. გასულ წლების მონაცემები ასე გამოიყურება:
· 2023 წელი – 877 ერთეული (25.120 მლნ აშშ დოლარი)
· 2022 წელი – 427 ერთეული (9.717 მლნ აშშ დოლარი)
· 2021 წელი – 150 ერთეული (2.856 მლნ აშშ დოლარი)
· 2020 წელი – 214 ერთეული (3.439 მლნ აშშ დოლარი)
· 2019 წელი – 645 ერთეული (5.885 მლნ აშშ დოლარი)
· 2018 წელი – 464 ერთეული (3.018 მლნ აშშ დოლარი)
· 2017 წელი – 188 ერთეული (1.291 მლნ აშშ დოლარი)
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს ყველაზე მეტი ელექტრომობილი შემოვიდა აშშ-დან, ჩინეთიდან და იაპონიიდან. 6 თვეში, ელექტრომობილების იმპორტიორი ქვეყნები ხუთეულია ასე გამოიყურება:
· აშშ – 2 665 ერთეული (38.875 მლნ აშშ დოლარი)
· ჩინეთი – 423 ერთეული (9.642 მლნ აშშ დოლარი)
· იაპონია – 293 ერთეული ( 1.885 მლნ აშშ დოლარი)
· გერმანია – 85 ერთეული (5.797 მლნ აშშ დოლარი)
· ბელგია – 58 ერთეული (2.467 მლნ აშშ დოლარი)

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow