საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიშის გახსნა ონლაინ 2 წუთშია შესაძლებელი

საქართველოს ბანკმა მეწარმეებს ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გაუმარტივა. საქართველოს ბანკის ფილიალში ან იუსტიციის სახლში შპს-ს ან ინდმეწარმის სტატუსით რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, საბანკო ანგარიში ონლაინ, სულ რაღაც 2 წუთში გახსნას. ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ადგილიდან — ონლაინ, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით ან საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან. ახლადრეგისტრირებული ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, სასტარტო ბიზნეს […]

ივლ. 25, 2025 - 13:27
 0
საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიშის გახსნა ონლაინ 2 წუთშია შესაძლებელი

საქართველოს ბანკმა მეწარმეებს ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გაუმარტივა. ს ფილიალში ან იუსტიციის სახლში შპს-ს ან ინდმეწარმის სტატუსით რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, საბანკო ანგარიში ონლაინ, სულ რაღაც 2 წუთში გახსნას.
ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ადგილიდან — ონლაინ, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით ან საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.
ახლადრეგისტრირებული ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, სასტარტო ბიზნეს ნაკრები 6 თვის ვადით ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გააქტიურონ. ნაკრები ბიზნესისთვის საჭირო სერვისებს, უფასო პროდუქტებსა და კომუნალურებს, განაღდების მაღალი ლიმიტსა და სხვა უპირატესობებს აერთიანებს.
გარდა ამისა, საჩუქრების კამპანიის ფარგლებში, ამჟამად ახლადრეგისტრირებულ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, ციფრული არხებიდან (ბიზნეს ინტერნეტბანკი ან მობილბანკი) გააქტიუროს ბიზნეს ნაკრები M საკომისიოს გარეშე 3 თვის განმავლობაში. კამპანიაში მონაწილე ბიზნესები ასევე საჩუქრად მიიღებენ MasterCard ბიზნეს ბარათს რომელზეც კამპანიის პერიოდში ნებისმიერ გადახდაზე 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ (მაქსიმუმ 500 ლარამდე);
დამატებით, მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ორი სარგებლიდან აირჩიოს ერთ-ერთი :
· საკომისიოს გარეშე გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში, მათ შორის სახაზინო გადარიცხვებიც;
· ან საკომისიოს გარეშე გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში.
ასევე, ყველა მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება კამპანიში სადაც მინიმუმ 50 ლარიან ტრანზაქციებზე შესაძლებლობა აქვთ, შემდეგი ფულადი პრიზები მიიღონ:
· ყოველი მე-1000 ტრანზაქცია – 100 ლარი;
· ყოველი მე-10 000 ტრანზაქცია – 12 500 ლარი.
რაც მთავარია, ანგარიშის გახსნის შემდეგ, ბიზნესებს შეუძლიათ ყოველდღიური პროცესები ბიზნეს მობილბანკით კიდევ უფრო გაიმარტივონ:
· შეასრულონ ტრანზაქციები ნებისმიერ დროსა და ადგილას;
· აკონტროლონ ფინანსური მდგომარეობა;
· მიიღონ ამონაწერი;
· ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით და სხვა.
ბიზნეს მობილბანკის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow