ეს არის ამხანაგური ტურნირი? - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამაოგნებელი თანხები გაიცემა
მსოფლიოს 2025 წლის საკლუბო ჩემპიონატი ახალი და განსხვავებული ფორმატით ტარდება, სადაც მონაწილეობას 32 კლუბი იღებს და საპრიზო თანხებიც საოცრად გაზრდილია

როგორც ირკვევა, FIFA მონაწილე კლუბებს ჯამურ ერთ მილიარდ ევროს იმის მიხედვით გადაუნაწილებს თუ რომელი კლუბი რა ხანგრძლივობით დარჩება ტურნირზე და როგორ სპორტულ პერფორმანსს აჩვენებს.
ორგანიზაციის პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს თქმით, პირველი მათგანისთვის 475 მილიონი ევროა გამოყოფილი, მეორესთვის კი 525 მილიონი.
FIFA-ს ოფიციალურ საიტზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, გამარჯვებულს 125 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა.
მაგალითისთვის, უხეში დათვლებით პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგაზე 80-100 მილიონ ევრომდე მიიღო, ნაჩვენები სხვაობა კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
What's Your Reaction?






