ეს მატჩი არ უნდა გამოგრჩეთ - დღეს ერთმანეთს მიქაუტაძე და დავითაშვილი ხვდებიან
მატჩი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ - დღეს მიქაუტაძისა და დავითაშვილის კლუბები ხვდებიან

დღეს, 20 აპრილს, ფრანგული ლიგა 1-ის 30-ე ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" შინ გიორგი მიქაუტაძის "ლიონს" მიიღებს.
შეხვედრა საქართველოს დროით 22:45 საათზე, "მწვანეების" საშინაო არენა "სტად ჟოფრი-გიშარზე" დაიწყება.
ცნობისთვის, სატურნირო ცხრილში "ლიონი" 51 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს, ხოლო "ეტიენი" 24 ქულით გასავარდნ ზონაში, 18-გუნდიან ჩემპიონატში, მე-17 ადგილზე იმყოფება.
What's Your Reaction?






