ლევანდოვსკის ტრავმირებულია - პოლონელი კოპას ფინალსა და ლიგის ნახევარფინალს ტოვებს?
ლევანდოვსკის ტრავმირებულია - პოლონელი კოპას ფინალსა და ლიგის ნახევარფინალს ტოვებს?

კლუბის სამედიცინო შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლევანდოვსკის დაჭიმული აქვს მარცხენა ბარძაყის კუნთი. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ვადები ჯერ არ სახელდება, მსგავსი ტიპის დაზიანება, როგორც წესი, ორი-სამი კვირის სარეაბილიტაციო პერიოდს მოითხოვს.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ტრავმა რთულ კალენდარულ პერიოდში დაემთხვა, თითქმის გამორიცხულია ლევანდოვსკის მონაწილეობა კოპა დელ რეის ფინალში, სადაც "ბარსელონა" 27 აპრილს მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მისი თამაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზეც – სავარაუდოდ, პოლონელი გამოტოვებს "ინტერთან" დაგეგმილ ორივე შეხვედრას.
ექსპერტთა შეფასებით, ლევანდოვსკის დაბრუნების ყველაზე რეალისტური დრო მაისის შუა რიცხვებია. იდეალურ შემთხვევაში, ის შეძლებს მწყობრში ჩადგეს ლა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის – 11 მაისს გასამართი კლასიკოსთვის, სადაც "ბარსელონა" კვლავ მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.
What's Your Reaction?






