"ვგრძნობ თუ არა ზეწოლას?" - მამარდაშვილის შემცვლელი ვალენსიაში ქართველზე საუბრობს
"ვგრძნობ თუ არა ზეწოლას?" - მამარდაშვილის შემცვლელი ვალენსიაში ქართველზე საუბრობს

ქართველი მეკარის წასვლის შემდეგ, "ღამურებმა" ბილბაოს "ატლეტიკიდან" განათხოვრების წესით ხულენ აგირესაბალა დაიმატეს, რომელიც უკვე ოფიციალურად წარადგინეს. ახალწვეულმა მეკარემ პრეზენტაციისას გიორგის როლზეც ისაუბრა:
"მამარდაშვილი ტოპ კლასის მეკარეა, რომელმაც ვალენსიასთვის ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა. ვგრძნობ თუ არა ზეწოლას? არა, რადგან ჩვენ სხვადასხვა კარიერული გზა გვაქვს.
კორბერანს უკვე ვესაუბრე და მან ამიხსნა, თუ როგორი მნიშვნელოვანია კლუბისთვის ახალგაზრდა გოლკიპერის პროგრესი" – განაცხადა აგირესაბალამ.
მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილს ლა ლიგის დატოვება მოუხდა, მისი კარიერა მერსისაიდზე აქტიურად იწყება. ქართველმა მეკარემ უკვე მოასწრო ლივერპულის რიგებში სადებიუტო ამხანაგური მატჩის ჩატარება – "პრესტონთან" გამართულ შეხვედრაში გიორგიმ პირველ ტაიმში ითამაშა და კარის მშრალად შენარჩუნება შეძლო.
"წითლების" შემდეგი მეტოქე ამხანაგურ მატჩში "მილანია" – მატჩი 26 ივლისს გაიმართება და დიდი ალბათობით, მამარდაშვილს კიდევ ერთხელ ექნება შესაძლებლობა, თავი ახალი კლუბის მაისურით გამოიჩინოს.
What's Your Reaction?






