"აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს, რაც არ შეგვიძლია" - ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმის" მატჩი მოულოდნელად გაუქმდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმის" მატჩი ავსტრიულ შეკრებაზე მოულოდნელად გაუქმდა

გერმანული კლუბის ოფიციალური განცხადების მიხედვით, შაბათს იენბახში გადაუღებელი წვიმის შედეგად მოედანი დაიტბორა, რის გამოც შეხვედრის ჩატარება შეუძლებელი გახდა:
"ჩვენ გვსურდა თამაში, მაგრამ აზრი არ აქვს იმაზე ფიქრს, რისი შეცვლაც არ შეგვიძლია" — აღნიშნა ჰაიდენჰაიმის მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა.
მატჩის გაუქმების შემდეგ, გუნდი მოსამზადებელ პროცესს ალტერნატიულ მოედანზე ვარჯიშით შეუდგა. ტიროლში გამართული შეკრება კვირას სრულდება, რის შემდეგაც ზივზივაძის გუნდი დაბრუნდება ჰაიდენჰაიმში და ახალ სეზონზე მომზადებას იქ განაგრძობს.
What's Your Reaction?






