“ის იყო უზომოდ გენიალური, ბრძენი, ძალიან კეთილი და ნამდვილად დიდი ისტორიული ფიგურა ჩვენთვის ყველასთვის” – მიხეილ სააკაშვილი ელდარ შენგელაიაზე
სააგენტო "პარალელი" “ის იყო უზომოდ გენიალური, ბრძენი, ძალიან კეთილი და ნამდვილად დიდი ისტორიული ფიგურა ჩვენთვის ყველასთვის” – მიხეილ სააკაშვილი ელდარ შენგელაიაზე საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ელდარ შენგელაიას გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და ემოციურად იხსენებს კონკრეტულ ამბებს ქართველ რეჟისორთან დაკავშირებით: “ელდარ შენგელაიამ დაგვტოვა. არასდროს დამავიწყდება ის ღიმილიანი, ვარდით ხელში, 2003 წლის 23 ნოემბერს. დაბადების დღეზე ასეთი მესიჯი გამომიგზავნა 2002 წელს: “მიშა გილოცავ დაბადების დღეს, როგორც ჩემს ფილმშია – მალე შენ აფრინდები, სანდრა და ედუჩაც აფრინდებიან, საქართველოც აფრინდება. […] “ის იყო უზომოდ გენიალური, ბრძენი, ძალიან კეთილი და ნამდვილად დიდი ისტორიული ფიგურა ჩვენთვის ყველასთვის” – მიხეილ სააკაშვილი ელდარ შენგელაიაზე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ის იყო უზომოდ გენიალური, ბრძენი, ძალიან კეთილი და ნამდვილად დიდი ისტორიული ფიგურა ჩვენთვის ყველასთვის” – მიხეილ სააკაშვილი ელდარ შენგელაიაზე
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ელდარ შენგელაიას გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და ემოციურად იხსენებს კონკრეტულ ამბებს ქართველ რეჟისორთან დაკავშირებით:
“ელდარ შენგელაიამ დაგვტოვა. არასდროს დამავიწყდება ის ღიმილიანი, ვარდით ხელში, 2003 წლის 23 ნოემბერს.
დაბადების დღეზე ასეთი მესიჯი გამომიგზავნა 2002 წელს: “მიშა გილოცავ დაბადების დღეს, როგორც ჩემს ფილმშია – მალე შენ აფრინდები, სანდრა და ედუჩაც აფრინდებიან, საქართველოც აფრინდება. შენი შერეკილი ელდარი“.
ის არ იყო შერეკილი, არამედ იყო უზომოდ გენიალური, ბრძენი, ძალიან კეთილი და ნამდვილად დიდი ისტორიული ფიგურა ჩვენთვის ყველასთვის.
ახლა ელდარი გაფრინდა თავის მონატრებულ ქალიშვილთან, მიწიერებით დაღლილი და ღვაწლმოსილი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
“ის იყო უზომოდ გენიალური, ბრძენი, ძალიან კეთილი და ნამდვილად დიდი ისტორიული ფიგურა ჩვენთვის ყველასთვის” – მიხეილ სააკაშვილი ელდარ შენგელაიაზე
პარალელი
What's Your Reaction?






