ვინისიუსს მოთხოვნებს არ უკმაყოფილებენ - რეალთან ფეხბურთელს სიტუაცია ეძაბება
ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ვინისიუსს ჟუნიორს მადრიდის რეალთან სიტუაცია დაეძაბა

როგორც ირკვევა, ბრაზილიელ ფეხბურთელს ხელფასის იმ რაოდენობით გაზრდა სურს, რომ შემოსავლით კილიან მბაპეს გაუთანაბრდეს.
თავის მხრივ, ამაზე კლუბი უარს აცხადებს, რადგან ზრდას ვინისიუსი სწორედ იმ სეზონის შემდეგ ითხოვს, როცა ფეხბურთელმა არც ისე კარგი შედეგები აჩვენა.
მედია ვარაუდობს, რომ ამდენი ულტიმატუმით რეალი საბოლოოდ დაიღლება და ვინისიუსის გაშვების გადაწყვეტილებას მიიღებს.
What's Your Reaction?






