თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეებმა პირველი რეპეტიცია გამართეს. რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცის დადებისთვის ემზადებიან. თავისუფლების მოედნის გარდა, რეკრუტები ფიცს დადებენ კიდევ ხუთ სხვადასხვა ისტორიულ ადგილას. დამოუკიდებლობის დღეს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა.

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეებმა პირველი რეპეტიცია გამართეს. რეპეტიცია გაიარეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტებმაც, რომლებიც 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცის დადებისთვის ემზადებიან.
თავისუფლების მოედნის გარდა, რეკრუტები ფიცს დადებენ კიდევ ხუთ სხვადასხვა ისტორიულ ადგილას.
დამოუკიდებლობის დღეს 21 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენაც მოეწყობა.
What's Your Reaction?






