თბილისის საზღვრების აღმნიშვნელი ახალი აბრები დედაქალაქის ოთხ შემოსასვლელთან განთავსდება
დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი მანიშნებლების გასაახლებლად, კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და ნებისმიერ მსურველს საკუთარი წინადადების წარდგენის საშუალება ექნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არსებული ცხრა შემოსასვლელიდან დადგინდა ოთხი ლოკაცია, სადაც დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები განახლდება. ესენია: მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავსა და მარნეულიდან არსებული შემოსასვლელები. „თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, დავალების შესაბამისად, […]


დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი მანიშნებლების გასაახლებლად, კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და ნებისმიერ მსურველს საკუთარი წინადადების წარდგენის საშუალება ექნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არსებული ცხრა შემოსასვლელიდან დადგინდა ოთხი ლოკაცია, სადაც დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები განახლდება. ესენია: მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავსა და მარნეულიდან არსებული შემოსასვლელები.
„თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, დავალების შესაბამისად, დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი მანიშნებლების განახლების მიზნით, კონკურსის გამოცხადებისთვის საჭირო პროცედურები უკვე ჩაატა. არსებული ცხრა შემოსასვლელიდან დადგინდა ოთხი ლოკაცია, სადაც ახალი მანიშნებლები განთავსდება: მცხეთიდან, კახეთიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან. შემუშავდა ქალაქის დასახელების აღმნიშვნელი მხატვრულ-არქიტექტურული კომპოზიციის ესკიზების საკონკურსო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, კონკურსანტებმა საკონკურსო მასალები უნდა წარმოადგინონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, კონკურსი სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადდება.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს
What's Your Reaction?






